გაეროს უმაღლესი თანამდებობის პირები, ნეთანიაჰუს სამოქალაქო მოსახლეობის ტანჯვის შემსუბუქებას სთხოვენ

სააგენტო „როიტერის“ მიერ ნანახი წერილის თანახმად, გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის და გაეროს საბავშვო სააგენტოს (UNICEF) ხელმძღვანელებმა პირადად მიმართეს ს პრემიერ ნეთანიაჰუს, რათა ღაზის სექტორში „ურიცხვი სამოქალაქო პირის ტანჯვის შემსუბუქებაში“ დაეხმაროს.
„თქვენი პოლიტიკური ნებით და ვალდებულების აღებით ეფექტური და შინაარსიანი ჰუმანიტარული ქმედება არის შესაძლებელი“, დაწერეს UNISEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთრინ რასელმა და მსოფლიო სურსათის პროგრამის დირექტორმა სინდი მაკკეინმა 11 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, რომლის შესახებ ადრე ცნობები არ გავრცელებულა.
ნეთანიაჰუს ოფისს წერილზე კომენტარის თხოვნაზე პასუხი ჯერ-ჯერობით არ გაუცია.
გაეროს მონაცემებით, ღაზაში შესული დახმარების დონე, წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. ამასთან ერთად, გლობალურ შიმშილზე დამკვირვებელმა გაფრთხილება გამოსცა და გაერომ ისრაელს ბრალი დასდო, რომ მიმდინარე თვეში უარყოფს ან ხელს უშლის დახმარების მიწოდების ათობით მცდელობას, კერძოდ ღაზის ჩრდილოეთში.
ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზაში დახმარების ნაკლებობა არ არის და ჰუმანიტარული დახმარების მიტაცებაში ბრალი „ჰამასს“ დასდო. „ჰამასმა“ არაერთხელ უარყო ისრაელის ბრალდებები დახმარების მოპარვის შესახებ და ამბობს, რომ დახმარების ნაკლებობა ისრაელს უნდა დაბრალდეს.
გაეროს მიმართვის გაგზავნა ორი დღით უსწრებდა ისრაელისადმი -ის განცხადებას 30 დღის განმავლობაში გადადგას ნაბიჯები ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გასაუმჯობესებლად, ან შეერთებული შტატების მხრიდან სამხედრო დახმარების პოტენციური შეზღუდვის წინაშე დადგეს.
რასელი და მაკკეინი ამერიკელები არიან და გაეროს თანამდებობებზე ისინი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩრდილოეთ კორეელების მონაწილეობის შესახებ ცნობების დადასტურება ამ მომენტისთვის არ შეუძლია და ინფორმაციას სამხრეთ კორეა მიაწვდის