გაეროს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიის ოკუპაცია უკანონოა

ისრაელის მხრიდან პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიის ოკუპაცია, რომელიც ათწლეულების მანძილზე გრძელდება, უკანონოა და უნდა დასრულდეს, „რაც შეიძლება სწრაფად“, – დაადგინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უზენაესმა სასამართლომ 19 ივლისს.
გაეროს სასამართლოს – მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) საკონსულტაციო დასკვნაში ნათქვამია, რომ „ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ოკუპაცია“ და, რომ ყველა სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს, რათა დასრულდეს ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი.
საქმის განხილვა მოხდა გაეროს გენერალური ასამბლეის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ღაზის სექტორში ახლა მიმდინარე ომამდე წარედგინა სასამართლოს.
პალესტინელთა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა გადაწყვეტილებას „ისტორიული უწოდა“. ს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ „გადაწყვეტილება ყალბია“, და დასძინა, რომ ისრაელი ხალხი „არ არის ოკუპანტი საკუთარ მიწაზე“.
საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არ წარმოადგენს ვალდებულებას, მაგრამ მას საერთაშორისო სამართალში თავისი წონა აქვს და შეიძლება ისრაელის მიმართ მხარდაჭერა შეასუსტოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გერმანიის ელჩისთვის საქართველოდან გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, ამიტომ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ – რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება