გაეროს სპეციალური წარმომადგენელი „უცხოური აგენტების კანონპროექტის“ შესახებ – „დამპირდნენ რომ ეს არ მოხდებოდა“

გაეროს სპეციალური მომხსენებელი, მერი ლოლერი სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოეთის აგენტების კანონის“ ინიცირებას. ის წერს, რომ თბილისში ვიზიტისას დაარწმუნეს, რომ ეს არ მოხდებოდა.
„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოღებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვიზიტისას მივიღე დაპირება, რომ მსგავსი კანონი არ იქნებოდა მიღებული“ – წერს მერი ლოლერი.
გაეროს სპეციალური მომხსენებელი დასძენს, რომ თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა ზიანს, რომელიც ამ კანონპროექტს მოჰყვება. „გავაგრძელებ ამ საკითხის მჭიდრო მონიტორინგს“ – წერს მერი ლოლერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს