გაეროს სასამართლომ აღიარა დონბასის თაობაზე რუსეთის მიმართ უკრაინის პრეტენზიების ნაწილი

გაეროს ორგანომ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ 31 იანვარს გადაწყვეტილება მიიღო სარჩელზე, რომელიც უკრაინამ 2017 წელს აღძრა რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო კონვენციები ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
თავის სარჩელში ამტკიცებდა, რომ მოსკოვი აფინანსებდა დონბასის შეიარაღებულ სეპარატისტებს, რომლებსაც ტერორიზმში სდებს ბრალს, და პასუხისმგებელია მათი მოქმედებებისთვის, მათ შორის მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებისთვის 2014 წელს, როცა 298 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ანექსირებულ ყირიმში სისტემატურად ეწევა არარუსების, პირველ რიგში უკრაინელებისა და ყირიმელი თათრების დისკრიმინაციას.
თავის გადაწყვეტილებაში გაეროს სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ვინაიდან არ ჩაატარა გამოძიება ტერორისტულ ფორმირებებთან „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენელთა კავშირის შესახებ. მაგრამ სასამართლომ განაცხადა, რომ მას არ მოეპოვება საკმარისი მტკიცებულებები დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტების ტერორისტებად მისაჩნევად.
რაც შეეხება ბრალდებებს ყირიმის ეთნიკური უმცირესობების დევნაში, სასამართლოს თანახმად, მას არ შეუძლია სრული დარწმუნებით მტკიცება, რომ ყირიმელ თათრებს დევნიდნენ სწორედ მათი ეთნიკური ნიშნით და არა პოლიტიკური მოტივებით. მან აღიარა, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ არღვევს ნახევარკუნძულის უკრაინული მოსახლეობის ადამიანის უფლებებს, ვინაიდან იქ მკვეთრად შემცირდა უკრაინულ ენაზე მოსწავლეთა რაოდენობა.
სასამართლომ უარი თქვა, უკრაინისთვის მიენიჭებინა კომპენსაცია, რასაც მოითხოვდა .
2 თებერვალს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსკოვის მიმართ კიევის კიდევ ერთ სარჩელზე – რუსეთის მიერ გენოციდის თავიდან აცილების შესახებ კონვენციის დარღვევაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია