გაეროს მაღალჩინოსანი: ღაზის ჩრდილოეთში “სრულმასშტაბიანი შიმშილია”

გაეროს მაღალჩინოსნის თქმით, ომით გაჩანაგებულ ჩრდილოეთ ღაზაში “სრულმასშტაბიანი შიმშილია” – ექვს თვეზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე ომისა და ღაზაში საკვების შეტანაზე ს მხრიდან დაწესებული მძიმე შეზღუდვების პირობებში.
გაეროს საკვების პროგრამის დირექტორი, სინდი მაკკეინი ამ სიტყვებით გახდა ყველაზე მაღალი რანგის საერთაშორისო ოფიციალური პირი, რომელმაც განაცხადა, რომ ღაზის ჩრდილოეთში მომწყვდეული სამოქალაქო პირები უკვე სრული მასშტაბის შიმშილის პირობებში არიან.
“ეს შემზარავია”, – უთხრა მაკკეინმა ტელეკომპანია NBC-ს 5 მაისის ინტერვიუში. “იქ შიმშილია – სრულმასშტაბიანი შიმშილი – ჩრდილოეთით, და ის სამხრეთისკენაც ვრცელდება”.
ღაზაში ომს ბიძგი მისცა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმამ, რომლის დროსაც მძევლად აიყვანეს 253 პირი. ისრაელის მონაცემებით, იერიშს ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი.
ისრაელმა ამას უპასუხა ღაზაზე შეტევით, საჰაერო და სახმელეთო იერიშებით, რასაც, ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 34 500-ზე მეტი პალესტინელი შეეწირა.
პალესტინელებს არ აქვთ საკვები, საწვავი და მედიკამენტები, ისრაელის შეტევის შედეგად შექმნილია მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი, განადგურებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – როდესაც ისედაც ზერეპრესიულ რეჟიმში ვართ, იურიდიულ რეგისტრაციას გაგვიუქმებენ თუ არა, მეორე ხარისხოვანია, მაგრამ საჯაროდ და საერთაშორისო განაცხადისთვის „ქართული ოცნებისთვის“ ეს კატასტროფა იქნება

თეონა აქუბარდია – ხან ამბობენ, რომ პარტიებს აკრძალავენ, ხან ამბობენ, რომ გადაიფიქრეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზები დაბნეულია და აღარ იციან, რა გზას დაადგნენ