გაეროს კომისია, “ჰამასის” მიერ სექსუალურ ძალადობას გამოიძიებს

გაეროს საგამოძეიებო კომისია, რომელიც ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის ორივე მხარეს, ომის დანაშაულებს იძიებს, ყურადღებას „ჰამასის“ მიერ სექსუალურ ძალადობაზე გაამახვილებს. კომისიის თავმჯდომარემ, საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მტკიცებულებების მოძიებას იწყებს.
თავმჯდომარე ნავი პილაიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ის მტკიცებულებებს გადასცემს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. ამასთან, გაეროს მიმართ, ისრაელისა და ისრაელელი მძევლების ოჯახის წევრების ფონზე, როცა ისინი აცხადებდნენ, რომ გაერო მომხდარზე დუმს, კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო სასამართლოს, საქმის განსხილვისკენ მოუწოდებს.
ისრაელი აცხადებს, რომ კომისია მიკერძოებულია და მასთან თანამშრომლობას არ გეგმავს. კომისია აცხადებს, რომ შესაძლოა არსებითი მტკიცებულებების შეკრება გაუჭირდეს, თუ საქმის მასალებზე წვდომა არ ექნება.
ისრაელის ხელისუფლებამ უკვე გახსნა საკუთარი გამოძიება, „ჰამასის“ წევრების მიერ სექსუალურ ძალადობაზე.
კომისია, ისრაელის დასარწმუნებლად, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს, დახმარებას -სა და ეგვიპტეს სთხოვს. მაგრამ, ვაშინგტონმა და ევროპელმა მოკავშირეებმა, ასევე გააკრიტიკეს კომისია, რადგან პრაქტიკისთვის უჩვეულოდ, გამოძიებას არ აქვს განსაზღვრული გამოძიების დასრულების თარიღი. ამასთან, დასავლურ ქვეყნებს შორის არსებობს აღქმა, რომ კომისია ისრაელის მხარით, არაპროპორციუალადაა დაინტერესებული.
„აბსოლუტური შოკის მომგვრელი“ – ასე დაახასიათა პილაომ “ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ, ღაზაზე ისრაელის თავდასხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ევროპული პოლიტიკური ძალა, გაჩვენებს თითქოს შენზე ზრუნავენ, ჩაგეხუტებიან, როგორც ზელენსკის ეხუტებოდნენ, შენს დროშას გამოფენენ, როგორც უკრაინის დროშა გამოფინეს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა, შენს ინტერესებს არ დააყენებენ