გაეროს ექსპერტები მოითხოვენ გენდერული აპარტეიდი გამოცხადდეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად

ქალების და გოგოების დისკრიმინაციის საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ მოწოდებით “გენდერული აპარტეიდი” ოფიციალურად გამოცხადდეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად.
ავღანეთში, თალიბანის მმართველობის პირობებში ქალების და გოგოების მძიმე მდგომარეობის აღწერისას საბჭო – რომელშიც შედიან მექსიკის, -ის, ჩინეთის, სერბიის და უგანდის ექსპერტები – აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი დიდი ხნის წინ უნდა გადადგმულიყო.
“თალიბანის მმართველობა გენდერული აპარტეიდის საერთაშორისო სამართალში გადატანას განსაკუთრებით სასწრაფოს ხდის” – ამბობენ გაეროს ექსპერტები განცხადებაში. “ეს საერთაშორისო თანამეგობრობას საშუალებას მისცემდა უკეთ ამოიცნოს და იმოქმედოს რეჟიმის მხრიდან ავღანელ ქალებსა და გოგოებზე შეტევების მიმართ” – წერია დოკუმენტში.
2021 წლის აგვისტოში, საერთაშორისო ჯარების ავღანეთიდან გასვლის ფონზე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თალიბანმა აღადგინა გენდერული დისკრიმინაციის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული სისტემა. თალიბანის მთავრობა ქალებს და გოგოებს უკრძალავს განათლების მიღებას და მუშაობას უმეტეს სექტორებში, აკრძალვები მიემართება ქალების და გოგოების გარეგნულ იერს და იმას, თუ ვისთან აქვთ მათ ურთიერთობის უფლება საჯარო სფეროში.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე