გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს მოსთხოვა უკრაინელი ბავშვების დაბრუნება

რეზოლუცია მოითხოვს, რომ რუსეთმა უზრუნველყოს იძულებით წაყვანილი, ან დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაუყოვნებლივ, უსაფრთხოდ და უპირობოდ დაბრუნება.
გარდა ამისა, რუსეთს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინელი ბავშვების იძულებით წაყვანის, დეპორტაციის, ოჯახებთან და კანონიერ მეურვეებთან განშორების, სტატუსის, მათ შორის მოქალაქეობის შეცვლის და გაშვილების შემდგომი პრაქტიკა და ბავშვების იდოლოგიური დამუშავება.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია 91 ხმით მიიღო. მხარდამჭერებს შორისაა საქართველო.
რუსეთთან ერთად წინააღმდეგ იყო კიდევ 11 ქვეყანა: ბელარუსი, ბურკინა-ფასო, ბურუნდი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, ირანი, მალი, ნიკარაგუა, ნიგერი და სუდანი.
ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 57-მა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, ინდოეთმა, შუა აზიის რესპუბლიკებმა და სომხეთმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო 30-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის თურქეთმა და აზერბაიჯანმა.
უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა იძულებით დაატოვებინა სულ მცირე 20 ათას ბავშვს, რომელთაგან მხოლოდ 1850-ის დაბრუნება მოხერხდა.
· 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
· სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე – უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
ფორუმი