გაეროს გენერალური ასამბლეა ორ რეზოლუციას განიხილავს უკრაინის ომის დაწყების მესამე წლისთავთან დაკავშირებით

აშშ-მა გაეროში წარმოადგინა რეზოლუცია, რომელშიც გამოყენებულია ნაკლებად მკაცრი ფორმულირებები ს მხრიდან ში სრული მასშტაბით შეჭრასთან მიმართებით – განსხვავებით რეზოლუციისგან, რომელიც ეკუთვნის ევროკავშირსა და უკრაინას.
ორი პროექტი წარმოდგენილ იქნა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, გენერალური ასამბლეა პროექტებს 24 თებერვალს უყრის კენჭს.
-ის რეზოლუცია გლოვობს „სიცოცხლის ტრაგიკულ დაკარგვას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მსვლელობისას“, გამოდის სწრაფი დასრულების და მდგრადი მშვიდობის დამყარების მოწოდებებით. მაგრამ რეზოლუციაში ნახსენები არ არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და არც მოსკოვის, როგორც კონფლიქტის წყაროს როლია გამოკვეთილი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რეზოლუციას უწოდა „სადა და ისტორიული“ და გაეროს წევრებს მოუწოდა, მას მხარი დაუჭირონ „მშვიდობისაკენ გზის გამოსაკვეთად“.
„ეს რეზოლუცია თანხვედრაშია პრეზიდენტ ტრამპის ხედვასთან, რომ გაერო უნდა დაუბრუნდეს თავის დამფუძნებელ მიზანს, რომელიც გაეროს ქარტიაშია ჩადებული – საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, მათ შორის უთანხმოებების მშვიდობიანი გადაჭრით“, – ამბობს რუბიო განცხადებაში.
ევროკავშირის და უკრაინის რეზოლუციის პროექტში კი საუბარია „უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიან შეჭრაზე“, და გამოთქმულია მოთხოვნა – მოსკოვმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები.
ეს რეზოლუცია ხაზს უსვამს დიპლომატიური ძალისხმევის გაორმაგების აუცილებლობას საიმისოდ, რომ ომი მიმდინარე წელს დასრულდეს, შეჭრაში რუსეთს სდებს ბრალს და ერთგულებას უცხადებს უკრაინის „ტერიტორიულ მთლიანობას“.
რეზოლუციების პროექტები ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში დარიგდა, აშშ-სა და ევროპას შორის უთანხმოების ფონზე ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკების წარმოების თაობაზე. ტრანსატლანტიკურ ალიანსში რყევა გამოიწვია ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ მიმდინარე კვირაში საუდის არაბეთში რუსეთთან გაეხსნა მოლაპარაკება, უკრაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლების გარეშე.
ფორუმი