გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი 13 ნოემბერს ირანს ეწვევა

გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი, 13 ნოემბერს ეწვევა ირანს და მომდევნო დღეს დაიწყებს კონსულტაციებს ირანის ოფიციალურ პირებთან, – იტყობინება სახელმწიფო მედია 10 ნოემბერს.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა გასულ კვირას განაცხადა, რომ შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაემგზავროს ირანში – მისი სადავო ბირთვული პროგრამის განსახილველად და რომ ის მოელის თანამშრომლობას -ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.
მოუგვარებელი პრობლემები ირანს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის ეხება იმას, რომ თეირანი ქვეყანაში არ უშვებს ურანის გამდიდრების ზოგიერთ ექსპერტს IAEA-ს საინსპექციო ჯგუფებიდან და აგრეთვე იმას, რომ წლების განმავლობაში ვერ ხსნის არადეკლარირებულ ობიექტებზე აღმოჩენილ ურანის კვალს.
ირანმა განაახლა ბირთვული აქტივობა 2019 წლიდან, მას შემდეგ, რაც აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ცალმხრივად დატოვა ირანსა და მსოფლიო სახელმწიფოებს შორის 2015 წლის შეთანხმება, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ირანისთვის დაწესებული სანქციების შერბილებას გულისხმობდა.
ფორუმი