გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი გარემოს დაცვის საკითხებზე მუნიციპალიტეტებისა და ახალგაზრდების ინფორმირებას აგრძელებს

გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ახალი პროექტი იწყება, სახელწოდებით: „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“.
სემეკის ცნობით, პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე.
„პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება გარემოს დაცვის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობაზე, ამასთანავე მონაწილეებს მიეწოდებათ სიღრმისეული ინფორმაცია წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ.
პროექტში ჩართული იქნება ბათუმის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის ორმოცი სკოლის 650 მოსწავლე, ასევე ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების 50 სტუდენტი. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები. ასევე, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალური ხელისუფლებისა და საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან“, – ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის ხანგრძლივობა 8 თვეა.
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და პარტნიორობით, 2022-2024 წლებში ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში განხორციელებული პროექტების ფარგლებში 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ცნობიერების ამაღლების მიზნით თემატური ტრენინგები და საჯარო ლექციები ჩაუტარდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…