გაეროს ანგარიში – დამაჯერებელი ინფორმაციაა აღმოჩენილი, რომ „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს სექსუალური ძალადობა ჩაიდინა

გონივრული საფუძველი არსებობს, რომ „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს სექსუალური ძალადობა ჩაიდინა, – ამის შესახებ გაერო-ს ანგარიშშია ნათქვამი.
„ასევე, შეგროვდა სანდო გარემოებითი ინფორმაცია, რომელიც სექსუალური ძალადობის ზოგიერთ ფორმაზე, მათ შორის სასქესო ორგანოების დასახიჩრებაზე, სექსუალურ წამებაზე ან სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე მიუთითებს“, – ნათქვამია გაერო-ს ანგარიშში.
„ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით, გაერო-ს ჯგუფი, პრამილა პატენის ხელმძღვანელობით, ისრაელში 29 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით იმყოფებოდა.
„მისიის ჯგუფმა აღმოაჩინა მკაფიო და დამაჯერებელი ინფორმაცია, რომ ღაზაში წაყვანილი ზოგიერთი მძევალი კონფლიქტებთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმების მსხვერპლი აღმოჩნდა და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ მსგავსი ძალადობა შეიძლება გაგრძელდეს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!

გრიგოლ გეგელია – როდესაც მაღალი სასულიერო იერარქია აცხადებს, რომ მის მიმართ შესაძლო ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ეს დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული – ბევრი მაგალითი გვახსოვს, როგორ ცდილობდა „ქართული ოცნება” ეკლესიის საქმეებში ხელის ფათურს