გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი რუსეთს გმობს წინასაარჩევნო რეპრესიებისთვის

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა მწვავედ გააკრიტიკა “დაუმორჩილებელი ხმების” ჩახშობისთვის, მიმდინარე თვეში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ და დასძინა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილი კიდევ უფრო მეტად აღრმავებს შეშფოთებას ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ამ ქვეყანაში.
4 მარტს, ჟენევაში, ადამიანის უფლებების საბჭოზე გამოსვლისას ტურკმა ილაპარაკა ოპიზიციონერი კანდიდატების არარსებობაზე 15-17 მარტის არჩევნებში, ადმინისტრაციული ფაქტორების გამო და თქვა, რომ ეს იწვევს “სერიოზულ შეშფოთებას” არჩევნების თაობაზე. გავრცელებული მოლოდინით, არჩევნებში იოლად გაიმარჯვებს მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.
“ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა რეპრესიები დაუმორჩილებელი ხმების მიმართ, მიმდინარე თვის საპრეზიდენტო არჩევნების წინ” – თქვა ტურკმა და დასძინა – “რამდენიმე კანდიდატს კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა, თითქოს ადმინისტრაციული დარღვევების გამო. ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილი აძლიერებს ჩემს სერიოზულ შეშფოთებას ამ დევნის გარშემო”.
რუსეთის არჩევნებს მკაცრად აკონტროლებს კრემლი, ისინი არც თავისუფლად მიიჩნევა, არც სამართლიანად – ხელისუფლება მათ საჭიროდ თვლის საკუთარი ლეგიტიმურობის განცდის გაძლიერებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება