გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი რუსეთს გმობს წინასაარჩევნო რეპრესიებისთვის

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა მწვავედ გააკრიტიკა “დაუმორჩილებელი ხმების” ჩახშობისთვის, მიმდინარე თვეში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ და დასძინა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს სიკვდილი კიდევ უფრო მეტად აღრმავებს შეშფოთებას ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ამ ქვეყანაში.
4 მარტს, ჟენევაში, ადამიანის უფლებების საბჭოზე გამოსვლისას ტურკმა ილაპარაკა ოპიზიციონერი კანდიდატების არარსებობაზე 15-17 მარტის არჩევნებში, ადმინისტრაციული ფაქტორების გამო და თქვა, რომ ეს იწვევს “სერიოზულ შეშფოთებას” არჩევნების თაობაზე. გავრცელებული მოლოდინით, არჩევნებში იოლად გაიმარჯვებს მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.
“ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა რეპრესიები დაუმორჩილებელი ხმების მიმართ, მიმდინარე თვის საპრეზიდენტო არჩევნების წინ” – თქვა ტურკმა და დასძინა – “რამდენიმე კანდიდატს კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა, თითქოს ადმინისტრაციული დარღვევების გამო. ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილი აძლიერებს ჩემს სერიოზულ შეშფოთებას ამ დევნის გარშემო”.
რუსეთის არჩევნებს მკაცრად აკონტროლებს კრემლი, ისინი არც თავისუფლად მიიჩნევა, არც სამართლიანად – ხელისუფლება მათ საჭიროდ თვლის საკუთარი ლეგიტიმურობის განცდის გაძლიერებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე