გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი რუსეთს გმობს წინასაარჩევნო რეპრესიებისთვის

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა მწვავედ გააკრიტიკა “დაუმორჩილებელი ხმების” ჩახშობისთვის, მიმდინარე თვეში დანიშნული საპრეზიდენტო ს წინ და დასძინა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს სიკვდილი კიდევ უფრო მეტად აღრმავებს შეშფოთებას ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ამ ქვეყანაში.
4 მარტს, ჟენევაში, ადამიანის უფლებების საბჭოზე გამოსვლისას ტურკმა ილაპარაკა ოპიზიციონერი კანდიდატების არარსებობაზე 15-17 მარტის არჩევნებში, ადმინისტრაციული ფაქტორების გამო და თქვა, რომ ეს იწვევს “სერიოზულ შეშფოთებას” არჩევნების თაობაზე. გავრცელებული მოლოდინით, არჩევნებში იოლად გაიმარჯვებს მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.
“ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა რეპრესიები დაუმორჩილებელი ხმების მიმართ, მიმდინარე თვის საპრეზიდენტო არჩევნების წინ” – თქვა ტურკმა და დასძინა – “რამდენიმე კანდიდატს კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა, თითქოს ადმინისტრაციული დარღვევების გამო. ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილი აძლიერებს ჩემს სერიოზულ შეშფოთებას ამ დევნის გარშემო”.
რუსეთის არჩევნებს მკაცრად აკონტროლებს კრემლი, ისინი არც თავისუფლად მიიჩნევა, არც სამართლიანად – ხელისუფლება მათ საჭიროდ თვლის საკუთარი ლეგიტიმურობის განცდის გაძლიერებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გიორგი ისაკაძემ თავად აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში – ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და მაღალი ტრიბუნიდან, მედიიდან გვესაუბრება

ანალენა ბერბოკი – საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ – განვიხილავთ შემდგომ ზომებს – ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ