გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი – 27 მაისიდან დღემდე ღაზაში საკვების მიღების მცდელობისას სულ მცირე 1 373 პალესტინელი დაიღუპა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OCHR) ცნობით, 27 მაისიდან დღემდე ღაზაში საკვების მიღების მცდელობისას სულ მცირე 1 373 პალესტინელი დაიღუპა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან სულ მცირე 859 დაიღუპა ღაზას ჰუმანიტარული ფონდის (GHF) ოთხი სადისტრიბუციო ცენტრიდან ერთ-ერთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებსაც -ის კერძო დაცვის კონტრაქტორები მართავენ და ისრაელის სამხედრო ზონებში მდებარეობს.
გაერო აღნიშნავს, რომ მათი უმეტესობა ისრაელის სამხედროებმა მოკლეს.
გაეროს სააგენტოები განაცხადებენ, რომ ღაზაში მასობრივი შიმშილი ხელოვნურად არის გამოწვეული და პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებენ. ამავდროულად, ამტკიცებს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და რომ რეგიონში შიმშილობის საფრთხე არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ვანცენტ ხაბეიშვილი თამარ ცაგარეიშვილს: ქალბატონო თამარ, სანქცია არ არის “სისხლის გუბე”, არც მეტაფორულად, არც რეალურად. აი, ნამდვილ სისხლის გუბეებში კი იწვნენ (და ვიწექით), როგორც თქვენ ამბობთ – “კოლეგები”