გაერომ ღაზაში „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე“ რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია მოწოდებით, ღაზის სექტორში დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 153-მა ქვეყანამ, 23-მა შეიკავა თავი. წინააღმდეგ იყო მხოლოდ ათი ქვეყანა, მათ შორის, და , რომელთა განცხადებითაც, ცეცხლის შეწყვეტა ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ მოუტანს სარგებელს.
მსგავსი რეზოლუცია წინა კვირას გაეროს უშიშროების საბჭოშიც გაიტანეს, მაგრამ ვერ მიიღეს საბჭოს მუდმივი წევრის, აშშ-ის ვეტოს გამო, აღნიშნავს „როიტერსი“.
პალესტინური ავტონომია, რომელიც დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებს, მიესალმა რეზოლუციის მიღებას და მოუწოდა ქვეყნებს, ზეწოლა მოახდინონ ისრაელზე. ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იზათ ელ-რეშიქმაც გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს „აგრესია, გენოციდი და ჩვენი ხალხის ეთნიკური წმენდა“.
რეზოლუციის მიღებასთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ ისრაელი კარგავს საერთაშორისო მხარდაჭერას, ღაზის სექტორის განურჩევლად დაბომბვის გამო.