გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უკრაინის შესახებ რეზოლუცია, რომელიც ავტორები თავად უკრაინა და ევროპის ქვეყნები არიან. დოკუმენტი – “ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში” ომზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და მოითხოვს, რუსმა სამხედროებმა დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 93-მა ქვეყანა, 65-მა თავი შეიკავა, 18 კი წინააღმდეგი იყო. საქართველო კენჭისყრას საერთოდ არ დასწრებია.
რუსეთის გარდა, დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა, მათ შორის, ბელარუსმა, უნგრეთმა, აშშ-მ და ისრაელმა.
რეზოლუციის პროექტი წარდგენილი ჰქონდა აშშ-საც. ომის დაუყოვნებლივ დასრულება ამ რეზოლუციითაც იყო მოთხოვნილი. თუმცა, ცალსახად არე იყო მითითებული ის, რომ აგრესორი არის რუსეთი.
