გაერომ უკრაინის მხარდამჭერი, ანტირუსული რეზოლუცია მიიღო

გაერომ, უკრაინის და ევროპის ქვეყნების მიერ ინიციირებულ ანტირუსულ რეზოლუციას, მხარი დაუჭირა.
რეზოლუციას მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, 18 წინააღმდეგი იყო, ხოლო 65-მა თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.
რეზოლუციის ტექსტში საუბარია უკრაინიდან რუსული ჯარების “დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო” გაყვანასა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის აუცილებლობაზე. გარდა ამისა, დოკუმენტის ავტორები ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებში.
ამასთან, ამერიკის წარმომადგენელმა, დოროტი შიმ თქვა, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა და ამის მიზეზად თქვა, რომ თეთრი სახლის გადაწყვეტილება ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.