გაერომ სირიის პრეზიდენტს, თეთრ სახლში ვიზიტის წინ, სანქციები მოუსხნა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა -ის რეზოლუციას, რომელიც სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ითვალისწინებს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გაერო-მ სანქციები ასევე მოუხსნა სირიის შინაგან საქმეთა მინისტრს, ანას ხატაბის.
გაერო-ში ვაშინგტონის ელჩმა, მაიკ ვალცმა, განაცხადა, რომ გაერო-მ გააგზავნა „ძლიერი პოლიტიკური სიგნალი“, რომელიც აღიარებს, რომ სირია ახალ ეპოქაში იმყოფება ბაშარ ალ ასადის გადაყენების შემდეგ.
აჰმედ ალ-შარაა გაერო-ს სანქციები დაწესებული ჰქონდა როგორც ისლამისტური დაჯგუფების, „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ (HTS) ლიდერს. -მა „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“ უცხოური ტერორისტული დაჯგუფებების სიიდან ივლისში ამოიღო.
აჰმედ ალ-შარაა სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტად მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2024 წლის დეკემბერში ამბოხებულთა შეტევას ხელმძღვანელობდა, რომლის შედეგადაც ბაშარ ალ-ასადი თანამდებობიდან გადააყენეს.
აღსანიშნავია, რომ აჰმედ ალ-შარაა მომავალ კვირას ვაშინგტონში ვიზიტს გეგმავს.
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი სანქციების მოხსმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„სირია მადლიერებას გამოხატავს შეერთებული შტატების და მეგობარი ქვეყნების მიმართ სირიისა და მისი ხალხის მხარდაჭერისთვის“, – დაწერა ასაად ჰასან ალ-შაიბანმა.