გაერომ რუსეთი 2024 წლის გლობალური სასურსათო პროგრამიდან ჩახსნა

გაერომ 2024 წლის გლობალური სასურსათო პროგრამიდან ჩახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP – World Food Programme) ფარგლებში რუსულ კომპანიებს შეუზღუდეს წვდომა სურსათის მიწოდების ტენდერებზე, ამის შესახებ RBC-ს ბაზრის ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა, რომელიც ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა.
მისი თქმით, პრობლემები 2024 წლიდან დაიწყო. ეს გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დილიარა რავილოვა-ბოროვიკმა დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ გაეროს WFP-ის პროგრამის ფარგლებში სურსათის შესყიდვების ძირითადი ნაწილი უფასო ტენდერებით ხორციელდება, მაგრამ ორგანიზაციის დონორები ითხოვენ, რომ მათი სახსრები არ გამოიყენონ რუსული კომპანიებისგან საქონლის შესაძენად.
„ბოლო თვეების განმავლობაში, ნორმად იქცა, რომ რუსული წარმოშობის საქონელი – სატენდერო განაცხადში არ დაუშვან, – დაადასტურა დიმიტრი სუხოვმა, გაეროს WFP-ის უმსხვილესი რუსული მიმწოდებლის წარმომადგენელმა.
რუსული მედია წერს, რომ გაეროს სურსათის პროგრამის ფარგლებში რუსეთი სირიაში, სუდანში, ავღანეთში, პალესტინასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ფქვილს, მზესუმზირას ზეთს და ბარდს გზავნიდა. რუსული საკვები გაეროს WFP-ის გარე მარაგების 20%-მდე შეადგენდა.
მისი თქმით, რუსეთის მაღალი წილი მიწოდების მოცულობაში განპირობებული იყო იმით, რომ პროდუქცია 10-15%-ით იაფი ღირდა, ვიდრე ალტერნატიული მომწოდებლების პროდუქცია.
მსოფლიო სასურსათო პროგრამა 1961 წელს მსოფლიოში შიმშილისა და სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა. ამჟამად ის მსოფლიოში უდიდესი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც 120-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. ის აწვდის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკვებს გაჭირვებულ ადამიანებს. ორგანიზაცია ყოველწლიურად დაახლოებით 15 მილიარდ დოლარს ხარჯავს. მისი უმსხვილესი დონორები არიან: შეერთებული შტატები ($7.2 მილიარდი 2022 წელს), გერმანია ($1.7 მილიარდი) და ევროკავშირი ($698.2 მილიონი). რუსეთი გაეროს WFP-ში 2002 წლიდან მონაწილეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა