გაერომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას

23 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა უკრაინის რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს უკრაინიდან ს ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას, ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე.
193 წევრიან ასამბლეაზე – რომლის რეზოლუციებიც სავალდებულო ძალის არაა, თუმცა მათ მსოფლიოს შეხედულებების ბარომეტრებად განიხილავენ – უკრაინის და ევროპელი პარტნიორების მიერ მომზადებული დოკუმენტი დამტკიცდა ხმების თანაფარდობით 93-18, თავი შეიკავა 65-მა დელეგატმა. ეს მაჩვენებელი უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში – როცა 140-ზე მეტი ქვეყანა გმობდა რუსეთის აგრესიას და მოითხოვდა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსირების უკან წაღებას. -მა და რუსეთმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, საქართველო კენჭისყრაზე არ გამოცხადდა.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე არ დამტკიცდა ალტერნატიული, აშშ-ის რეზოლუცია რომელიც გამოდიოდა ომის სწრაფი დასრულების მოწოდებით, თუმცა არ ახსენებდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ეს რეზოლუცია მიღებულ იქნა მხოლოდ ასამბლეის მხრიდან შეტანილი შესწორებებით – დოკუმენტს დაემატა მკაფიო ფორმულირებები, რომ რუსეთი გაეროს ქარტიის დარღვევით შეიჭრა მის უფრო მცირე მეზობელ ქვეყანაში.
რეზოლუციების განხილვისას აშშ-ის წარმომადგენელმა ქვეყნებს მოუწოდა არ მიეცათ ხმა ევროკავშირის და ასევე რუსეთის მიერ შეტანილი შესწორებებისთვის მათ დოკუმენტში, “ჩვენ ვერ დავუჭერთ ამ შესრორებებს ხმას, ისინი უფრო სიტყვების ომს წარმოადგენენ და არ არიან მიმართული ომის დასრულებისკე. ვერც ეს შესწორებები, ვერც უკრაინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია ვერ შეაჩერებს მკვლელობებს. გაერომ უნდა შეაჩეროს მკვლელობები”- განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.
193 წევრიან ასამბლეაზე ეს რეზოლუცია დამტკიცდა ხმების თანაფარდობით 89-8, თავი შეიკავა 70-მა დელეგაციამ. რეზოლუციას დაეთანხმა უკრაინა, აშშ-მა თავი შეიკავა, რუსეთი მისი წინააღმდეგი იყო. საქართველომ რეზოლუციის დამტკიცებისგან თავი შეიკავა, აშშ-ის მსგავსად.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ომის მესამე წლისთავზე გაეროს რეზოლუციების კენჭისყრა განსაზღვრავს “ვუჭერთ თუ არა მხარს კანონის უზენაესობას”.