გაერთიანებული სამეფო რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან აძევებს

გაერთიანებული სამეფო ს სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან აძევებს და დიპლომატიურ სტატუსს ჩამოართმევს რამდენიმე ობიექტს. ამას გარდა, ვადები შეეზღუდება დიპლომატიური ვიზების მქონე პირებს.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის თქმით, ეს ზომები რუსეთის მავნე ქმედებებზე პასუხითაა განპირობებული.
„ჩვენ გავაძევებთ სამხედრო ატაშეს, რომელიც სამხედრო დაზვერვის არადეკლარირებული ოფიცერია. ჩვენ ასევე ახალ შეზღუდვებს ვაწესებთ რუსულ დიპლომატიურ ვიზებზე, მათ შორის შევზღუდავთ რუსი დიპლომატების გაერთიანებულ სამეფოში ყოფნის ხანგრძლივობას“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იაკობი – რატომ ვერ წყვეტენ ომებს, დაფიქრებულხართ? ასეთი ამბებია და წარამარა საქართველოსთვის იცლიან, კიდევ რაღაც რეზოლუცია მიიღეს – ახალგაზრდები რატომ არიან ციხეში?! იმის გამო, რომ ევროპარლამენტში კონკრეტულმა ქალბატონმა რაღაც იყვიროს