გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი – ნატო-ს ტერიტორიაზე პუტინის შეჭრა საშიში და სრულიად მიუღებელია – თუ ნატო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, ჩვენ ვიმოქმედებთ

თუ ნატო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, ჩვენ ვიმოქმედებთ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„დღეს დიდი ბრიტანეთი და ნატო-ს ქვეყნები ვიკრიბებით, რათა ს აგრესიაზე ჩვენი პასუხი გავაძლიეროთ. ნატო-ს ტერიტორიაზე პუტინის შეჭრა საშიში და სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა ჰილიმ.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, „ნატო-ს მოქმედებას აკვირდება“.
„პუტინის ესკალაციას ჩვენი ძლიერებით უნდა ვუპასუხოთ. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენი გაძლიერების საკითხს განვიხილავთ“, – აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა სიმონიშვილი – აქციებთან დაკავშირებული ცვლილებები უნდა შეფასდეს, როგორც გამოხატვის ნებისმიერი ფორმის აკრძალვა, გახარიას პარტიის პოზიცია კი „ოცნების“ განცხადებებზე უფრო მავნებლურია – მათ ტონი უნდა შეარბილონ!