გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საგარეო უწყება დატოვა – გარეთ უორდს კომენტარი არ გაუკეთებია

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩის გარეთ უორდისა და საგარეო უწყების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ბრიტანეთის ელჩი უკვე მეორე დიპლომატია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. 24 სექტემბერს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერიც დაიბარეს. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?