გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეთ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეთ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე მივიდა. გარეთ უორდს უწყებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ, 24 სექტემბერს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერიც დაიბარეს. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე: ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩასასხდომი ბარათები თორმეტჯერ გადაიღეს და რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ