ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ბოლო სამ თვეში გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა რეცესიაში შევიდა და ეკონომიკის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დიდი ბრიტანეთის მშპ-ს მოცულობა 0.3%-ით შემცირდა, რაც ივლის-სექტემბერში დაწყებული ტრენდის გაგრძელებაა, როცა III კვარტალში მშპ 0.1%-ით შემცირდა. ზოგადად მიიჩნევა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური რეცესია მაშინ არის დაწყებული, როცა ზედიზედ ორ კვარტალში მშპ-ს შემცირება შეინიშნება.
2023 წლის იანვარში ბრიტანეთის პრემიერმინისტრის რიში სუნაკის მიერ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებებიდან ერთ-ერთი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იყო.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრის ჯერემი ჰანტის თქმით, არსებობს ნიშნები, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა დაბრკოლებას გადის. მისი თქმით, “გეგმას უნდა მივყვეთ – სამუშაოსა და ბიზნესებზე გადასახადები შევამციროთ, რათა უფრო ძლიერი ეკონომიკა ავაშენოთ”.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ჰანტი მთავრობის ხარჯების მილიარდობით ფუნტით შემცირებას გეგმავს, რათა წინასაარჩევნოდ გადასახადები შეამციროს.
კოვიდპანდემიის წლების გამოკლებით, 2023 წლის გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური ზრდა 2009 წლიდან მოყოლებული ყველაზე სუსტი იყო.