გაერთიანებული სამეფოს გამანადგურებელმა წითელ ზღვაში თავდასხმის დრონი ჩამოაგდო

დიდი ბრიტანეთის გამანადგურებელმა ჩამოაგდო თავდასხმის დრონი წითელ ზღვაში, – ამის შესახებ განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა რეგიონში საზღვაო დაძაბულობის ფონზე.
„HMS Diamond-მა ჩამოაგდო საეჭვო თავდასხმის დრონი, რომელთა სამიზნე სავაჭრო გემები იყო წითელ ზღვაში. გამანადგურებელმა რაკეტა გაისროლა და წარმატებით გაანადგურა სამიზნე“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები გახშირდა იემენის ნაწილიდან. ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ თავს დაესხმებიან ყველა გემს, რომელიც ისრაელში მიემგზავრება, მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ისინი.