გაერთიანების უშედეგო მცდელობები და დაპირისპირება “ნაციონალურ მორაობაში” – დღემდე გაურკვეველია, გარიცხულია თუ არა პარტიიდან ოფიციალურად ნიკა მელია

დღემდე გაურკვეველია, გარიცხულია თუ არა პარტიიდან ოფიციალურად . სატელევიზიო ეთერში ენმ-ს თავმჯდომარის ს მიერ ხელმოწერილი ფურცელი იურიდიული ძალის არ მქონე ქაღალდი აღმოჩნდა.
პირდაპირ ეთერში, მოქმედი თავმჯდომარის მხრიდან, ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვაზე ხელმოწერილ ფურცელს რომ ძალა არ აქვს, ეს “რუსთავი 2-ის” ეთერში მურთაზ ზოდელავამ განმარტა.
ყოფილი ხელისუფლების პროკურორმა და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრემ “ღამის კურიერში” თქვა, რომ პარტიული დებულების მიხედვით, “ნაციონალური მოძრაობიდან” ნიკა მელიას გარიცხვის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის უფლება მხოლოდ 2 პირს – ლევან ბეჟაშვილს და პეტრე ცისკარიშვილს აქვთ. ისინი, მურთაზ ზოდელავას მტკიცებით, განსაკუთრებული გავლენით სარგებლობენ – ეს ავტორიტეტი კი მათ დავით კეზერაშვილმა მიანიჭა.
ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას გარიცხვის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას ამ ეტაპზე არ აპირებს. ამბობს, რომ საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რადგან ყოფილმა თავმჯდომარემ “ნაციონალურ მოძრაობაზე” უარი თავად თქვა.
ნიკა მელიას საკუთარ თანამოაზრედ აღარ თვლიან, თუმცა, სურვილის შემთხვევაში პარტიაში მაინც ელოდებიან. გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი თავმჯდომარე ყრილობამდე ერთობის მანიფესტის პუნქტებს გაიზიარებს, “ნაციონალურ მოძრაობაში” დაბრუნებას თავისუფლად შეძლებს და პოლიტიკური საბჭოს რიგებშიც ჩაეწერება.
არსებული პოლიტიკური საბჭო არალეგიტიმურია ნიკა მელიასთვის და მისი თანამოაზრეებისთვის. თავად ყოფილი თავმჯდომარე კამერების წინ არც დღეს გამოჩენილა, მის გუნდში კი დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ყველა გადაწყვეტილებას ხაბეიშვილის ნაცვლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ იღებენ.
პარალელურად პოზიციებს არ ცვლიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები საკრებულოებში და კვლავ ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ. მათ რიგებს დღეს კახეთიც დაემატა.
გაერთიანების უშედეგო მცდელობები და დაშლის შეუქცევადი პროცესი – ასე ხედავს “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ ვითარებას სახელისუფლებო გუნდი. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ის, რაც ოპოზიციურ ძალაში ხდება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ სპექტრს მხოლოდ გააჯანსაღებს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გასულ წელს, შიდა პარტიული ს ჩანიშვნის პარალელურად დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ახლა საინტერესოა ყოფილი თავმჯდომარის ბედი – ოფიციალურად დატოვებს პარტიას თუ მენეჯმენტი გარიცხავს – ორივე მხარე, საბოლოო გადაწყვეტილების გახმოვანებამდე ჯერ თავს იკავებს.