გადმოხტა მთელი ჯგრო და დამიწყეს რტყმა – პოლიციელების მიერ ნაცემი მოქალაქე

მოქალაქე ირაკლი წიგნაძე, რომელსაც პოლიციელები 11 მაისის ღამეს, ლეონიძის ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, მომხდარის დეტალების შესახებ Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, ქუჩაზე მანქანით ასვლისას პოლიციის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტობუსი შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსს მისი მანქანისთვის გვერდის ავლა შეეძლო, მაინც მოსთხოვეს ტრანსპორტის უკან დახევა, რაზეც უარი თქვა.
“მეგობრებო კარგად ვარ, საშიში არაფერი არ მჭირს.
იმდენი ადამიანისგან ისეთი მაგარი თანადგომა მივიღე, რომ ამ რეალობიდანაც 100%-ით ვარ დარწმუნებული, ყველაფერი კარგად იქნება. მართლა!
ამბავი იყო ესე:
ლეონიძეზე ავდიოდი და წინ მომადგა ამათი ავტობუსი. მე გავჩერდი რომ გაეარათ. ყოველგვარი გაწევ-გამოწევის გარეშე თავისუფლად შეეძლოთ გაეარათ გვერდიდან, მაგრამ აიჩემეს შენ გაიწიეო. ანუ მე უნდა წავსულიყავი ზადნით, იმიტომ, რომ ამათ გვერდიდან მოვლა არ უნდოდათ. ხან ერთი მოვარდა, ხან მეორე, მე ძალიან წყნარად და მშვიდად ვეუბნებოდი რომ შეეძლოთ გაევლოთ გვერდიდან. ბოლოს ალბათ მიხვდნენ რომ სრულ სიდებილეს ჩალიჩობდნენ და რომ მე არ გავიწეოდი, ამიტომ დააპირეს მოვლა, მაგრამ ამ ოცმეთაურს გამჩენი არ ასვენებდა მაინც, ალბათ – ჩემკენ გამოიშვირა ხელი და თავის პაძელნიკს ეუბნება “ეს დედამო**ნული თუ არ გაიწევა რა ვქნათ გავიდეთ ჩვენო”. დიდად არ გავბრაზებულვარ მაგ კაცუნას გინებაზე მართალი რომ ვთქვა, უბრალოდ არ მინდა ეგონოთ რომ მაგათი მუსკულების და ნიღბების ვინმეს ეშინია, ამიტომ მეც შევაგინე.
ეგ იყო და გადმოხტა მთელი ჯგრო და დამიწყეს რტყმა. არც ხელი შემიბრუნებია და მემგონი მეტი აღარც შემიგინებია, მეცინებოდა ისეთი სახეებით და ისეთი შემართებით იბრძოდნენ ერთი ავტობუსი განრისხებული მამაკაცები ერთი ბიჭის და ორი გოგოს წინააღმდეგ. ასჯერ რომ მცემეს, მერე ავტობუსთან რომ დავდექი, კიდევ ერთმანეთს ახტებოდნენ, ვინ უფრო მაგრად მაგინებდა შიგნიდან, მაგაზე დავცინი ვიდეოში.
ოღონდ საერთოდ არ ვარ გაბრაზებული ამათზე, თვითონ არ იციან სად არიან და რას ემსახურებიან და ჰგონიათ რომ კაცობენ რაღაცას. მთავარი პრობლემა არის ის ვინც ესენი აუშვა. ვერც და ვერც ვერანაირი კანონი ვერ დაგვაზიანებს ისე როგორც ეს ერთმანეთის ჯიჯგვნა. უდიდესი სიბოროტეა aხლა რის კეთებაზეც გადავიდნენ, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ არ გამოუვათ და ვერ გადაგვკიდებენ საბოლოოდ ერთმანეთს.
ამ კანონს, კიდე, ვერ გაიტანენ!” – წერს წიგნაძე.
თვითმხილველის ცნობით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე, იმის გამო, რომ გზის დათმობაზე უარი უთხრა, სამართალდამცველებმა მოქალაქეს სცემეს. სოციალურ ქსელში აღნიშნული შემთხვევის ამსახველი არაერთი ვიდეო გავრცელდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.
განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და თქვა, რომ მანქანის მძღოლსა და სამართალდამცველებს შორის “დაპირისპირება” გამოიწვია მოქალაქის უარმა, გზა დაეთმო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსისთვის. -ს მტკიცებით, მძღოლი, რომელიც პოლიციელებმა სცემეს, ნასვამი იყო.