გადახდილი სახურავი, ნესტიანი კედლები და სველი იატაკი | ამბროლაურის N2 საჯარო სკოლა ნადგურდება

რაჭაში, ამბროლაურის მეორე საჯარო სკოლა ნადგურდება. საგანმანათლებლო დაწესებულებას სახურავი რეაბილიტაციის მიზნით გადახადეს, თუმცა სამუშაოები გაჭიანურდა. შენობაში ნალექი ჩადის.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსანთა კორუფციული ინტერესისა და არაკომპეტენტურობის გამო, სკოლის კედლებს აწვიმს და ათოვს. მათი თქმით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შესაძლოა შენობის კედლები მდგრადი აღარ იყოს.
“აი, ასეთი მდგომარეობაა დღეს ამბროლაურის მე-2 საჯარო სკოლაში. განათლების სამინისტრო ვითომ ახორციელებს სკოლის რეაბილიტაციას. გაკეთების ნაცვლად, ფაქტობრივად, განათლების სამინისტრომ ამბროლაურის მე-2 საჯარო სკოლა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ ჩატარდეს ექსპერტიზა, შემდგომი სწავლის პროცესისთვის რამდენად უსაფრთხო იქნება და მეორე, აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირი განათლების სამინისტროში,” – ამბობს ამბროლაურის საკრებულოში ფრაქცია “სიმართლის ძალის” თავმჯდომარე, ამირან ლომთაძე.