გადაწყვეტილება შეიცვალა – აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად მაროკო გამოცხადდა

აფრიკის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტმა 2025 წლის აფრიკის ერთა თასის ფინალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა და მაროკოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა.
შედეგად, სენეგალის ნაკრებში 0:3 ტექნიკური წაგება ჩაეთვალა და ტურნირის გამარჯვებულად მასპინძელი მაროკო გამოცხადდა.
შეხსენებისთვის, ფინალში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მსაჯმა მაროკოს სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რამაც სენეგალელთა გაღიზიანება გამოიწვია და მათ მოედანი რამდენიმე წუთით დატოვეს.
საბოლოოდ, ფეხბურთელები მოედანზე ნაკრების ლიდერმა სადიო მანემ დააბრუნა, თერთმეტმეტრიანი დარტყმა ბრაჰიმ დიასმა გააფუჭა, დამატებით დროში კი სენეგალმა 1:0 მოიგო.