„რეალის“ ყოფილი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი რამდენიმე კვირის წინ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას ნაკრების ჩაბარებაზე სიტყვიერად შეუთანხმდა, – იტყობინება „პარიზიენი“.
ის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დიდიე დეშამს შეცვლის.
53 წლის ზიდანს სურს ეროვნულ გუნდში დეშამზე მეტი თანაშემწე ჰყავდეს და ეს საკითხი უახლოეს ხანში დადებითად გადაწყდება.
ზინედინის დანიშვნას ოფიციალურად მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 19 ივლისს გამოაცხადებენ.
ზიდანი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია. რაც 2021 წელს „რეალი“ დატოვა, მას არსად არ უმუშავია.