გადაწყდა – ლოჩოშვილი იტალიაში გუნდს გამოიცვლის

საქართველოს ნაკრების 26 წლის მცველი ლუკა ლოჩოშვილი იტალიაში გუნდს შეიცვლის, – იტყობინება tuttob.
ჟურნალისტი ალფრედო პედულა წერს, რომ ლოჩოშვილი, რომელსაც დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში და მარცხენა ფლანგზეც, მალე „კრემონეზედან“ „სალერნიტანაში“ გადავა და კლუბები ბოლო დეტალებს ათანხმებენ.
Tuttosalernitana-ს ცნობით, ლოჩოშვილი ფაქტიურად ახალ გუნდში გადასულია, სალერნოული კლუბის სპორტული დირექტორი მარკო ვალენტინი ტრანსფერს აგვარებს და ქართველს იჯარით გამოსყიდვის უფლებით აიყვანენ.
„სალერნიტანა“ სერია B-ში 20 ტურის შემდეგ 18 ქულით მეთვრამეტე ადგილზეა, 12 იანვარს ლიდერ „სასუოლოს“ უმასპინძლებს და ლუკა მწვრთნელის, რობერტო ბრედას განკარგულებაში იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში