გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო თბილისში, 18 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 18 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის, ჯავახეთის, კუპრაძის და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარნეულის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), გეგეჭკორის, დავითაიას, სურგულაძის, ჟორს და თელეთის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.