გადატრიალებასთან დაკავშირებული მოწოდებები ქვეყანაში ნიჰილიზმის შემოტანისკენაა მიმართული – კალაძე

დედაქალაქის მერი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ „ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებზე ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს“.
კახა კალაძის თქმით, მსგავსი მოწოდებები მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში ნიჰილიზმი შემოიტანონ და საზოგადოებაში კითხვები გააჩინონ.
„მოწოდებები, რასაც ჩვენ სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით ვისმენთ, ასევე, სხვადასხვა ცრუ ინფორმაციების კონკრეტულ ფაქტებად გავრცელება, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ქვეყანაში ნიჰილიზმი შემოიტანონ, საზოგადოებაში გააჩინონ კითხვები. ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, შესაბამისი უწყებებიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
ხელისუფლება 4 ოქტომბერს გამარჯვებას ელოდება. საკმაოდ მნიშვნელოვანი ა და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის თანადგომით, ყველა მუნიციპალიტეტში შევძლებთ გამარჯვებას“, – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ