“გადანერგვა ან დიალიზი გჭირდებაო… რაც ჩამოვედი, ექიმთან არ ვყოფილვარ, არც მედიკამენტებზე მაქვს ფასდაკლება”, – ამის შესახებ გერმანიიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე “მთავარ არხთან” საუბრობს და გერმანიის მიერ უცხოელი არალეგალებისთვის დეპორტაციის ზომების გამკაცრებას ეხმაურება.
აქაური ექიმები მეუბნებოდნენ, რომ გადანერგვა გჭირდება ან დიალიზი. აქ, რა თქმა უნდა, გვამური დონაცია რომ არ კეთდებოდა, ეს ხარჯებთან იყო დაკავშირებული და რაღაცა, მაგიტომ წავედი. ერთი წელი ვიყავით, მაგრამ მარტო მკურნალობის პროცესი მქონდა და გადანერგვაზე მითხრეს, რომ 8 წელი მოგიწევთ ლოდინიო. დეპორტზე რომ მოვიდნენ და რაღაცა, წამოვედი. და ისე წამომიყვანეს, მართლა კრიმინალივით, ბორკილებიც დამადეს… რაც ჩამოვედი, ექიმთანაც არ ვყოფილვარ, ყველაფერში თანხაა გადასახდელი. მითუმეტეს, სოციალურზეც შევიტანე განცხადება, მაგრამ ოჯახს არ მოგვცეს. არც მედიკამენტებზე მაქვს ფასდაკლება. ჩვენი მთავრობა როგორც ამბობს, რომ საქართველოში ყველაფერი მოწესრიგდაო და რაღაცა, უბრალოდ რა არის აქ მოწესრიგებული, – ამბობს ის.