„გადამწყვეტ მომენტში პოზიციის არ ქონა, ცუდი პოზიციის ქონაზე უარესია“ – ნიკა მელიას მიმართვა

ნიკა მელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება:

„გუშინ საქართველოს წარმომადგენელი, ნუცა ბუზალაძე, ევროვიზიაზე 21-ე ადგილზე გავიდა. ქართველებისთვის კი გუშინ, ევროპის მოედანზე, მოიგო ნინო ქათამაძემ, მოიგო ნიაზ დიასამიძემ, მოიგო აჩიკო გულედანმა, მოიგო ბექა გოჩიაშვილმა… მოიგო ყველა მომღერალმა და ჯგუფმა, ვინც ქვეყნის პოზიცია ასახა – ვინც ქვეყნის პოზიცია ევროპელებს დაანახა და საქართველო ევროპასთან დაახლოვა.

მოიგო გურამმა, ვახტან გორგასალს როდესაც დროშა დააჭერინა.

უპოზიციობა ვერასდროს ვერაფერს იგებს. ყველგან ყოფნა – არსად ყოფნაა; გადამწყვეტ მომენტში პოზიციის არ ქონა, ცუდი პოზიციის ქონაზე უარესია“, – წერს ნიკა მელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი