გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია: ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერი იმ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე მსჯელობს, რომელსაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ელიან – რა გზავნილები ისმის ბრიუსელის სამიტის პარალელურად

“საქართველოსთან დაკავშირებით, ყველაფერი გადაწყვეტილია, თქვენ ყველას უყვარხართ” – ეს დამაიმედებელი სიტყვები უნგრეთის პრემიერს ეკუთვნის, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე. არ ყოფილა ერთადერთი, ვინც საქართველოს მხარდაჭერა ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან დღეს გამოხატა.
“ისტორიული დღე და გადაწყვეტილება” – ყველაზე ხშირად, ევროკავშირის ლიდერებმა ეს ტერმინები ახსენეს. კითხვები ამ დრომდე არსებობს, თუმცა მთავარ გზავნილზე ყველა შეთანხმებულია – გაფართოება ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მექანიზმია.
სწორი გადაწყვეტილება ერთიანობის მიღწევაა ევროპარლამენტის პრეზიდენტისთვის. რობერტა მეცოლამ ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, შესაძლებლობების ფანჯარა წევრობის მსურველ ქვეყნებს არ დაუხურონ.
შეთანხმების ვერმიღწევის შემთხვევაში, როგორც ჩანს, ევროკავშირში სხვადასხვა ვერსიასაც განიხილავენ. ს პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა, რომ, კონსენსუსის არარსებობის პირობებში, გაფართოების კონტექსტში, წევრობის მსურველი ქვეყნების საკითხები დამოუკიდებლად განიხილონ.
ევროკავშირის სამიტამდე, ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროკომისიამ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

არ შეიძლება, ერთი ხელით არღვევდე საარჩევნო პრინციპებს და მეორე მხრივ, როგორც „ობიექტური დამკვირვებელი“ გვიფასებდე არჩევნებს, ასეთ ადამიანებთან შეხვედრას არავითარი ფასი და აზრი არ აქვს ევროპელი დეპუტატების დელეგაციის წევრების ნახევარი ჩართული იყო საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციაში