საქართველოს ნაკრები უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება. თურქეთთან სტუმრად დაპირისპირება არა მხოლოდ იმას გასცემს პასუხს, რამდენად მზად ვართ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, არამედ ევროპირველობის შემდეგ ჩვენ დონესაც შეაფასებს, გავიზარდეთ სათამაშო კომპონენტებში თუ წარმატება უფრო ინდივიდუალიზმს ეფუძნება. თურქეთი – საქართველო იზმითში სამშაბათს, 22:45 საათზეა.
ვილი სანიოლის საქმიანობის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, მუნდიალზე მოხვედრის მეორე შანსი (ერთა ლიგის შემდეგ საკვალიფიკაციოც) არ ჩააგდოს. მიღწეულის შემდეგ, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა უფრო დიდი მიზნები დაისახა და ამას სამწვრთნელო შტაბიც შესაბამისად უნდა მიჰყვეს. ჯერჯერობით რაც ჩანს, იდეალური ტაქტიკის მორგება და შემდეგ პროცესში მისი ცვლილება აშკარად ჭირს.
თურქეთის ნაკრებს, წინა წლებში არასტაბილურობა რომ დასჩემდა, 2002 წლის გზაზე დადგომა (მაშინ მესამეზე გავიდნენ) და მუნდიალზე თამაში სურს.
პირველ ტურში თბილისში გამარჯვების შემდეგ ვინჩენცო მონტელას გუნდმა უპირატესობა მიიღო, რისი გაბათილებაც ქართველ ფეხბურთელებს ახლა შეუძლიათ.
თურქეთის ნაკრებმა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზეც მოუგო, ამ გუნდებს შორის კი ის სხვაობა ნამდვილად არაა, ერთი მეორეს მუდმივად ამარცხებდეს, პასუხის გაცემის დრო კი იქნებ ახლა იყოს.
როცა სანიოლის გუნდი კონტრშეტევებზე წარმატებით თამაშობდა, ზოგჯერ გასვლითი დაპირისპირებები უკეთ გამოსვლია. ახლა გუნდი სხვა სტილს ცდილობს, უფრო მის გზაზეა, დომინანტობა და ბურთის კონტროლი კი ჯერ კიდევ უჭირს. ევრო 2024-ზე ფრანგი მწვრთნელის ბიჭებმა თურქებს მართლაც ხარისხიანად შეუტიეს.
ფრე ის მინიმალური შედეგია, რაც საქართველოს ნაკრებს სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე აძლევს ხელს. წაგებით, ფაქტობრივად, ყველაფერი სრულდება. ესპანეთთან ვერგამოსული შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და სხვები კიდევ უფრო მეტად მოინდომებენ, გვჯერა.
მადრიდის “რეალის” ნახერმცველი არდა გიულერი შესანიშნავ ფორმაშია. მას არც “იუვენტუსელი” კენან ილდიზი ჩამორჩება. თბილისში გაძევების შემდეგ გუნდს ილმაზი უბრუნდება, ვისაც დამატებითი მოტივაცია ექნება.
სანიოლი ისევ ოთხმცველიან განლაგებას უნდა დაუბრუნდეს. ლუკა ლოჩოშვილი იქნება და ის აუცილებლად სასტარტოში ითამაშებს. სასწორზე ბევრი რამ დევს, მაგრამ ერთი თვის წინანდელი მატჩის გათვალისწინებით, “ჯვაროსნების” თავკაცი გარკვეულ რისკზე მაინც წავა და ირაკლი აზაროვის, როგორც მარცხენა მცველის, შეტევით უნარებს გამოიყენებს, ამიტომ “ლოჩოს” ცენტრში ვნახავთ. ნახევარდაცვაში ნიკა გაგნიძეს თავიდანვე ველით და ეს უკვე ის შემადგენლობა და მოცემულობაა, სექტემბერში შეცვლების შემდეგ უკეათესად რომ ათამაშდა. რაც შეეხებათ თურქებს, თბილისისგან განსხვავებით, სასტარტოში მულდურს (უკვე ორი გოლი გაგვიტანა), ელმალს, იუქსექსსა და აკგუნს არ ელიან.
მსაჯი: პეტრესკუ (რუმინეთი).
არსებობდა სხვა გზა? – არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში
“საქართველოსთან მატჩის წინ მეტოქეზე ეს კარგად ვიცოდით” – მიკელ ოიარსაბალი
“დავითაშვილი სუპერკლუბში თამაშს იმსახურებს” – თურქეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
საქართველოს შემადგენლობა ესპანეთთან – რა უშლის ხელს თერთმეტეულის გამოკვეთას?
“ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია” – კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
“ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა” – უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა – საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
დიდი მატჩის დღე – ესპანეთს დამარცხებას ოფიციალურშიც ვუპირებთ!
არსებობდა სხვა გზა? – არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
“მზად ვართ – ამბიციით და შიშის გარეშე” – ესპანეთთან მატჩის წინ სანიოლმა და მამარდაშვილმა ისაუბრეს
“ოცნება არსად გამქრალა – სამომავლოდ “კვარას” ამ კლუბში გადასვლას არ გამოვრიცხავთ” – რას წერს Areanapoli ქართველზე?
“სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია…” – სპალეტიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა
