გადაკეტილი გზები, ჩხუბი, სპეცრაზმი და დაკავებები – რა ხდება ადიგენში

ამ წუთებში უკიდურესადაა დაძაბული ვითარება ადიგენში, სადაც მუსლიმ მორწმუნეებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, პარასკევის ლოცვის ჩატარების უფლებას არ აძლევს. მუსლიმების შეკრების ადგილზე მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც გამოჩნდნენ.
ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანან აგრესიულად განწყობილი ადამიანები, ვისაც სამხედრო ფორმიანები აკავებენ.
არადა, მუსლიმმა მორწმუნეებმა მიიღეს დაპირება, რომ სალოცავად ადგილობრივი ხელისუფლება ალტერნატიულ ადგილს შესთავაზებდა.
დაკეტილია სალოცავები, გვინდა რომ ვილოცოთ და არ გვაძლევენ უფლებას.. იქ არიან მართლმადიდებლები, ჩვენ არ გვიშვებენ,“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე მიმართავს როგორც მთავრობას, ასევე -ს და პარლამენტის დეპუტატებს, რომ პრობლემის მოგვარებაში ჩაერთონ.
ჩაუკეტეს გზა და არ მიუშვეს, რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა სამლოცველოში და პარასკევის ლოცვა შეასრულეს, მაგრამ სხვები არ მიუშვეს. ამ დროს ადგილზე მივიდნენ ადამიანები, რომლებიც გამოთქვამენ პროტესტს, ამის უფლება ყველას აქვს, მაგრამ შეურაცხყოფის, გინების და დანაშაულის ჩადენის უფლება არავის აქვს. აქ დანაშაულთან გვაქვს საქმე და ამ დანაშაულს, თუ არ აღკვეთს სახელმწიფო. ეს არ მოიტანს კარგს რამეს – ის, რომ ვიღაც დათმობს, ვიღაცას შეეშინება, სხვადასხვა ხერხებით მოხსნიან მეჩეთს, ეს არ მოხდება. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, არავინ არაფერს აკეთებს, განცხადებებს არ აკეთებენ, მე ყველას ჩავუგდე – ეს დუმილით არის ერთგვარი სერიოზული პრობლემა. მოვუწოდებ შსს-ს, მთავრობას, რომ დროულად და დაუყოვნებლიც მიიღონ ზომები და დანაშაულზე აგონ ადამიანებმა პასუხი,” – ამბობს დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ