საქართველოს ბანკის ბარათის მფლობელებისთვის კარგად ნაცნობია PLUS და MR ქულების სისტემა – ყოველი გადახდისას ავტომატურად აგროვებთ ქულებს, შემდეგ კი მათი გადაცვლა სხვადასხვა ნივთსა თუ მომსახურებაში შეგიძლიათ. MR ქულებს საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები აგროვებენ, ხოლო PLUS ქულების დაგროვება საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას ხდება, გამორჩეულად მეტი PLUS ქულა კი PLUS ბარათით გროვდება.
