ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო ზომები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ექიმების დასკვნას ელოდებიან, როდის გადაიყვანენ ციხეში. სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი კონსიულიუმის წევრი ექიმების ბოლო დაკსვნით კი მისი მდგმარეობა მცირედი გაუმჯობესების მიუხედავად, ჯერ კიდევ საყურადღებოა, რადგან კვლავ სახეზეა მნიშვნელოვანი გართულებები.