გადაიდო აქტივისტის დავით ქაცარავას სასამართლო სხდომა

მოსამართლე დავით თეთრაშვილმა 20 ივნისის 15:00 საათამდე გადადო აქტივისტ, “ანტისაოკუპაციო” მოძრაობის წარმომადგენლის დავით ქაცარავას სასამართლო სხდომა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე.
12 ივნისის სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა არც დავით ქაცარავა და არც მისი ინტერესების დამცველი.
მოსამართლემ თქვა, რომ ვინაიდან დავით ქაცარავა სხდომაზე არ არის გამოცხადებული და ასევე ვერ მოხერხდა მასთან ტელეფონზე კომუნიკაცია, “გამორთულია, ვერც უწყება ვერ ჩაბარდა მისამართზე არყოფნის გამო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომა უნდა გადაიდოს 20 ივნისს 15:00 საათამდე, რის შესახებაც ქაცარავას უნდა ეცნობოს კანონით დადგენილი წესით”.
სასამართლოში მის საქმეზე დანიშნული სხდომის შესახებ ინფორმაცია დავით ქაცარავამ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა 11 ივნისს, მას არ დაუწერია, კონკრეტულად რომელ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო იყო დაბარებული სასამართლოში.
“ხვალ ქოც-სასამართლო მიბარებს. ვვარაუდობ, რომ ამჯერად ჩემს ფეისბუქ აქტივობის გამო. დობრი ვეჩერ, გრუზინსკაია სსრ”, – დაწერა მან ფეისბუკპოსტში.
მედიისთვის საქმის მასალების მიწოდებაზე უარი თქვა, სასამართლოში -ს წარმომადგენელმა, არგუმენტით, რომ მას ქაცარავას თანხმობის გარეშე არ აქვს ინფორმაციის გაცემის უფლება.
დღეს 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში “სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფის” საქმეზე 20-მდე ადამიანის სასამართლო სხდომა იყო დანიშნული, შუადღისთვის ცნობილი გახდა, რომ გადაიდო პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას. აქტივისტის, ანა სუბელიანის, უფლებადამცველი ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას სასამართლო სხდომები.
17316_ე მუხლით ცალკე გამოეყო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის “სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება”, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ისჯება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე; ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა – 60 დღემდე.