გადაზიდვები ისევ გაძვირდა

“გადაზიდვების ღირებულება შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, ორჯერ გაიზარდა”, – ამის შესახებ 𝐊𝐚𝐢𝐫𝐨𝐬 𝐋𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. მისი თქმით, საზღვაო გადაზიდვების გაძვირების ფონზე, კომპანიამ ალტერნატიული გზების ძებნა დაიწყო.
“ჩინეთი აქტურად ავითარებს “ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივას”, ამის საშუალებით კონტეინერების შემოტანა რკინიგზით დავიწყეთ. ფასი იგივე ჯდება. ჩინური პორტი “ცინდაო” რომ ავიღოთ, იქიდან 40-ფუტიანი კონტეინერის თბილისამდე ჩამოტანა $9005 ღირს. მისი ჩამოტანას ზღით 80 დღე უნდა, რკინიგზით კი იმავე ტარიფში 30 დღემდე ჩამოგვაქვს”, – განაცხადა მიხეილ ნამადოვმა.
მიხეილ ნამადოვის თქმით, პარალელურად, მოთხოვნა სახმელეთო გადაზიდვებზეც იზრდება.
” ამასთან, მანქანებითაც დავიწყეთ, უყფრო ძვირია, თუმცა უფრი სწრაფია. ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვებით ჩვენი მეზობელი ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპა არის დაინტერესებული. დაახლოებით, 20-25 დღე ვუნდებით მანქანით ჩამოტანას, თუმცა ის ზღვასთან და რკინიგზასთან შედარებით, 50%-ით ძვირია.
Drewry’s-ს მონაცემებით, გლობალური საკონტეინერო ინდექსი 40- ფუტიანი კონტეინერისთვის $5117-მდე გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულზეა. ბოლო 1 კვირაში გადაზიდვის ტარიფი 7%-ით, წლიურად კი 233% -ით არის გაზრდილი. ფასებზე ზეწოლას ისევ წითელი ზღვის კრიზისი და ამ ფონზე მიწოდების დარღვეული ჯაჭვები ქმნის.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…