“გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ” – დანიის პრემიერი

დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, მთელი არტილერია ს გადასცენ.
ფრედერიკსენი სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები უკრაინას გადასცენ, რადგან ახლა მათ უფრო სჭირდებათ.
“უკრაინა ახლა ითხოვს საბრძოლო მასალასა და არტილერიას. გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც არ ვიყენებთ, ისინი უკრაინას უნდა გადავცეთ,” – თქვა დანიის პრემიერმინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი აქციაზე დაკავებულებს – თუ კიდევ გამოქვეყნდება პროცესის ამსახველი რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო

მზია ამაღლობელმა შესაძლოა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს – „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან