„გადავწყვიტეთ მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ“ — დანიის პრემიერი

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედრიკსენი აცხადებს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება მთელი არტილერია, რასაც ფლობს, ს გადასცენ.
აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრემიერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა:
„უკრაინას საბრძოლო მასალა ახლა სჭირდება. ჩვენი მხრივ, გადავწყვიტეთ მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ევროპაში არის საბრძოლო ტექნიკა, საკითხი მხოლოდ წარმოებას არ ეხება.
ჩვენ გვაქვს შეიარაღება, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ჯერჯერობით არ ვიყენებთ და ისინი უკრაინას უნდა გადავცეთ“ — თქვა დანიის პრემიერმა და სხვა ქვეყნებს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში