„გადავსებულია ავტობაზრობა – ბევრი ზარალდება, რადგან მარტივი ჰგონია ავტომობილის ჩამოყვანა და გაყიდვა“

„ავტობაზრობა გადავსებულია მანქანებით“, – ამბობს ავტოიმპორტიორი კომპანია Dove Line-ის წარმომადგენელი ჯაბა გოგინაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში.
მისი თქმით, საქართველოში ძალიან მარტივი ჰგონიათ მანქანების ყიდვა-გაყიდვა, ჩამოყვანა, გაკეთება, ბაზარზე განთავსება და ბოლოს გასხვისება, მაგრამ რეალობა სრულიად სხვაგვარია, ამიტომაც ბევრი ადამიანი ზარალდება გამოუცდელობის გამო.
„საქართველოში ეს ბიზნესი მარტივი ჰგონიათ, რჩევის სახით გეტყვით, რომ ეს ჩვეულებრივი ბიზნესია, როგორც სხვები, რასაც სტაბილურობა, მართვა და მიხედვა სჭირდება. ის, რომ მე ვიმუშავებ, ცალკე ხელფასს ავიღებ, მანქანას ჩამოვიყვან და ა.შ. არის ძალიან ძნელი. წლების წინ გავაკეთე არჩევანი და თავი დავანებე სამსახურს, რადგან კონკურენცია ბაზარზე ძალიან დიდია და 100%-იან ჩართულობას მოითხოვს“, – ამბობს ჯაბა გოგინაშვილი.
bpn.ge