ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დატოვა „მთავარი არხი“, რომელზეც დაფუძნების დღიდან მუშაობდა.
ეს ინფორმაცია მან რადიო თავისუფლებას 25 დეკემბერს დაუდასტურა.
„გადავდივარ სხვა ოპოზიციურ არხზე“, – ამბობს ის.
მისი თქმით, ამჟამად მოლაპარაკებებს მართავს როგორც ტელეკომპანია „ფორმულასთან“, ისე ტელეკომპანია „პირველთან“.
„ზუკა [გუმბარიძესაც] შევხვდი და ვატო [წერეთელსაც] და ახლა გადავწყვეტ, რომელ არხს ავირჩევ“, – უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
კითხვაზე, თუ რა მიზეზით ტოვებს ტელეკომპანია „მთავარ არხს“, ის ამბობს, რომ ახლა ამაზე არ ისაუბრებს:
„მგონია, რომ ახლა მაგ დეტალებზე საუბრის დრო არ არის. ეს ამბები რომ ჩაივლის და რომ გავიმარჯვებთ, მერე მოვყვები“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
„მთავარი არხი“ 2019 წლის აგვისტოში დაარსდა, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი 2-ის“ მფლობელი შეიცვალა და ქიბარ ხალვაში გახდა.
ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც მანამდე „რუსთავი 2-ზე“ მუშაობდა, „მთავარ არხზე“ სხვა კოლეგებთან ერთად გადავიდა. მას ამ დრომდე მიჰყავდა გადაცემა „სხვა ნანუკა“.
ინფორმაცია განახლდება