საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა Erem News-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ ისაუბრა.
ფრანგი სპეციალისტის თქმით, “კვარა” პარიზში ბედნიერია და მხოლოდ საკუთარ კლუბზეა კონცენტრირებული.
“ამასთან დაკავშირებით ბევრი იწერება, მაგრამ რეალურად ის მხოლოდ პსჟ-ზეა კონცენტრირებული და მათთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ცდილობს. არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ხვიჩა პრემიერლიგაში გადასვლასთანაა ახლოს.
რაც შეეხება “რეალის” ირგვლივ დაკავშირებულ ჭორებს, ეს ყველაფერი ხვიჩას თამაშზეა დამოკიდებული. თუ ის კვლავ ამ დონეზე ასპარეზობას გააგრძელებს, ბუნებრივია, რომ ასეთი კლუბები მისით დაინტერესდებიან, თუმცა ამ მომენტში ხვიჩა პარიზში ბედნიერია”, – განაცხადა სანიოლმა.